გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა ორგანიზაციას, დაიცვან რეკომენდაციები

15-10-2020

8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდი ვერ მოიგონეს, პირბადის, დისტანციისა და ხელების დაბანის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება არის სავალდებულო და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.

„ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის დახურულ შენობებში ტარება და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე გავიკეთოთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, მინიმუმ, ერთი წელი პირბადე იქნება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.