გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არხოტში, რთული რელიეფის გამო ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება

15-10-2020

ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი.

კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით. ქრობის სამუშაოებს,რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს.