გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017 წელს ქართულ საავადმყოფოებში 1644-მა ოსმა და აფხაზმა პაციენტმა იმკურნალა

8-03-2018

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის 1644-მა მცხოვრებმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება. ამის შესახებ civil.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.


სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები 1137 პაციენტი დააფინანსა, მათ შორის 179 ბავშვი, ასევე ცხინვალის რეგიონის მცხოვრები 507 პაციენტი, მათ შორის 57 ბავშვი.


მთავრობის მიერ 2010 წელს ამოქმედებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საქართველოს კლინიკებში სრული სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე გადაუდებელ სიტუაციებში მათ ტრანსპორტირებას.


შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ამ თემას მოკლედ შეეხო 2017 წლის დეკემბერში, განაცხადა, რომ მთავრობამ შეძლო გალის მოსახლეობის ჩართვა უფასო სამედიცინო მომსახურების პროგრამაში, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.