9-03-2018
12 მარტიდან დე ფაქტო აფხაზეთიდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის პროდუქტის ხელბარგით გატანა დროებით აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა უწყებამ აზიური ფაროსანაა გავრცლებეის საშირშროების გამო მიიღო, წერს „აბხაზია ინფორმი“.
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, აფხაზეთიდან რუსეთში ჩასული მგზავრების ხელბარგის ფიტოსანიტარული საკარანტინო კონტროლისას, აზიური ფაროსანა აღმოაჩინეს, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საკარანტინო ობიექტების სიაშია შეტანილი. სამსახურში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონებში მავნებლის გავრცელების შემთხვევაში, ის სწრაფად გამრავლდება და დაიკავებს პოტენციურ არეალს.
"წინასწარი მონაცემებით, ფაროსანას მიერ მიყენებულმა ზარალმა, მისი აკლიმატიზაციის და რუსეთში გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა 2 მილიარდი რუბლი შეადგინოს“, ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე ცნობით, ამ დროისათვის, მავნებელი ნოვოროსიისკსა და სოჭში გამოავლინეს.
რადიო "ათინათი"