გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ყველაზე მტკივნეული რაც აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტებისთვის, იქ ახდენენ საკუთარ თვითლუსტრაციას

17-10-2020

„ყველაზე მტკივნეული რაც აღმოჩნდა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტებისთვის, იქ ახდენენ საკუთარ თვითლუსტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, თუ ადამიანი მართალი ხარ, რატომ და რისგან იცავ თავს ასე გამალებით. თუ მართალი ხარ და არაფერი პოლიტიკური თუ სხვა სამართლებრივი დანაშაული არ მიგიძღვის, რას იცავ და რას ეწინააღმდეგები?“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი მართლაც დადასტურდა, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმოქმედა კონკრეტულმა პირმა თუ პირთა ჯგუფმა, ამის წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს.

„რატომ არიან თავდაცვის რეჟიმში? ახლა ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ საქმეს იყენებს. რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას? ხალხმა კარგად იცის რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და რომ ეს პოლიტიკური ძალა ყველაფერს ანტისახელწიფოებრივს და ანტისაზოგდოებრივს აკეთებდა. თუ დღეს გახდა ეს ვინმესთვის ცნობილი? პროკურატურას კანონი ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. ეს ადამიანები ვინმეს კი არ ეფარებიან და ვინმეს დაცვის ინტერესი კი არ აქვთ, საკუთარი პოლიტიკურ ინტერესს იცავენ ამ წუთას და ამითი კიდევ უფრო ამძაფრებენ ეჭვებს, რომ სავარაუდოდ, მათ მიერ ჩადენილის გადაფარვას ცდილობენ, რაღაც ალიბს იქმნიან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​