გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში, "ევროპული საქართველოს" ოფისზე გაკრული ბანერის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავეს

17-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში შესული შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პარტია „ევროპული საქართველოს" ოფისის ფანჯრის მინაზე გაკრული ბანერი უცნობმა პირმა დააზიანა. შეტყობინების ინიციატორი იყო პარტია "ევროპული საქართველოს'' ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების საფუძველზე, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ამხილა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ., რომელმაც პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის შენობის ფანჯრის მინაზე გაკრულ ბანერს აგური ესროლა და დააზიანა. ასევე, დადგენილ იქნა, რომ მიყენებული ზარალი 80 ლარს შეადგენს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მხილებული პირის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქმის მასალები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა, მ.გ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტად განხილვის მიზნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა.