9-03-2018
რუსთავში ინტენსიური ნალექის შედეგად რამდენიმე უბანში შიდა ეზოები და საავტომობილო გზები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად მე-19 მიკრო რაიონისა და მე-17 მიკრო რაიონების გადაკვეთაზე, აღმაშენებლის ქუჩა დაიტბორა.
წვიმის წყალი სავარაუდოდ იმ არხებიდან მოდის, რომლითაც წლების წინ ქალაქის შემოგარენში არსებულ საბაღე მეურნეობის ნაკვეთებს რწყავდნენ, დღეისათვის კი უფუნქციოდაა. უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა გაგარინისა და მშვიდობის ქუჩებზე, სადაც სავალი გზა მთლიანად დაიტბორა და გადადგილების პრობლემა შეიქმნა როგორც ტრანსპორტისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისათვის.
"ინტერპრესნიუსი"