9-03-2018
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე დღეს ექვსბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
"გაძლიერდება დასავლეთის ქარი, რომელიც 12-17 წმ. სიჩქარით იქროლებს. დღის მეორე ნახევარში, ასევე საღამოს, დაქროლვა 23-25 მ/წმ-ს მიაღწევს. ზღვის ღელვა დღისით 4-5 ბალამდე დაფიქსირდება, საღამოს და ღამის პირველ ნახევარში კი 5- 6 ბალამდე გაიზრდება. 10 მარტიდან შედარებით სუსტი, ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს, ხოლო ზღვის ღელვა 3-4 ბალამდე დაიკლებს“.