გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ, პირბადეს ყოველთვის ვატარებ

19-10-2020

სხვებისგან განსხვავებით წესებს ვიცავ, როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, პირბადეს ყოველთვის ვატარებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან გურიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ტესტირება გაიარა.

„სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, პირბადეს ყოველთვის ვატარებ. შესაბამისად, როგორც ჩემი, ასევე სხვა ადამიანების ინფიცირების რისკებს ვაზღვევ. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაზე მეტს ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეიძლება გადაცემის რისკის მატარებელი ჩვენ ყველაზე მეტად ვიყოთ, ამიტომ, ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით, ზოგიერთებისგან განსხვავებით. რისკი იყო მინიმალური და არც ერთს პირბადე არ მოგვიხსნია, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.