გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ან თვითიზოლაციაში მყოფმა ჩვენმა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა

19-10-2020

ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ არჩევნებში ხმა ჩვენმა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ან თვითიზოლაციაში მყოფებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში.
ჩვენ უკვე სტრუქტურირებული მიდგომა გვაქვს, როგორ უნდა მისცენ არჩევნებში ხმა ჩვენმა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ან თვითიზოლაციაში მყოფებმა, ეს სისტემა დალაგებულია და უკვე შეთანხმებულია ცესკოსთან. ამ სისტემაზე იმუშავა ერთად შტაბმა და ცესკომაც. ჩვენს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში. უსაფრთხოებას როდესაც ვამბობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ვირუსს“, - აღნიშნა პრემიერმა.