გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად შევაფასებთ მეორე ტალღის შესაძლო ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტსა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმს, ასევე ვისაუბრებთ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე

19-10-2020

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა მექნება, რათა მეორე ტალღის შესაძლო ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი ერთად შევაფასოთ და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმზე ვისაუბროთ, ისევე, როგორც ვისაუბროთ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, გაუფრთხილდნენ თავიანთ დასაქმებულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, რომელიც ბიზნესთან შეხვედრაზე განიხილება.
მთავრობის მეთაურმა, ასევე, ხაზი გაუსვა ბიზნესის პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა დასაქმებულთა დიდი რაოდენობის ინფიცირების ფაქტი.
„ჩვენ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ყველანაირად ვუდგავართ ბიზნესს გვერდში, ისევე, როგორც სოციალური თვალსაზრისით გვერდით ვუდგავართ ჩვენს მოქალაქეებს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ეს არ არის ის დრო, როდესაც ბიზნესი შეძლებს წარმატებას ან თავის გადარჩენას მარტო, ხელისუფლების გარეშე ან მოქალაქეების გარეშე. ეს საერთო პრობლემაა, საერთო გამოწვევაა, ყველასთვის და ჩვენი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ, რესურსები შევაფასოთ და ყველაფერი ერთად გავაკეთოთ“, - განაცხადა პრემიერმა.