გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კობა კობალაძე, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის, თბილისის რაიონულ წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონული სამმართველოს უფროსებს ონლაინ რეჟიმში ესაუბრა

20-10-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონულ წარმომადგენლებს შეხვდა და ონლაინ რეჟიმში ესაუბრა ქვეყნის ყველა რეგიონული სამმართველოს უფროსს.

შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, წარმომადგენლებისგან ინდივიდუალურად მოისმინა ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც რეგიონებში სამმართველოების წინაშე დგას. საუბარი შეეხო, ასევე, იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება.

როგორც სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ის გეგმავს ყველა რეგიონში ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც დაიგეგმება კონკრეტული პროექტები, რომლებიც რეგიონებში, ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.