გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია მეზვრიშვილი: მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება

20-10-2020

რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობის რეკომენდაციები შეასრულონ და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„როდესაც 22:00 საათიდან ჩვენ შევზღუდეთ რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას და ძალიან გთხოვთ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს დავემორჩილოთ და არა მხოლოდ ისეთ ღონისძიებებში არ მივიღოთ მონაწილეობა, სადაც აკრძალვებია, არამედ, ზოგადად, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან. ეს, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, იმიტომ, რომ ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოგიწოდებთ, წესები დავიცვათ მაქსიმალურად, იმიტომ, რომ ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით: ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.