გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საჯარო უწყებებისა და თემის წარმომადგენლებისთვის GCF პროექტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20-10-2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო უწყებებისა და თემის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას და ცნობიერების ამაღლებას.
უწყების ინფორმაციით, კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების ექსპერტებმა, ირაკლი ქობულიამ და კახა ბახტაძემ ადგილობრივი მერიების, საკრებულოებისა და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საუკეთესო გამოცდილებები ფინანსური და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ და თემის მედეგობის გაძლიერებისათვის ერთად შეიმუშავეს რეკომენდაციები.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დამსწრე პირებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს კატასტროფის მართვის კუთხით ადგილობრივ დონეზე არსებული მექანიზმებისა და მიდგომების. უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პროცესში მათი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას და ისაუბრეს თემის მედეგობის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შესაძლებლობებზე.
პროგრამა თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.