გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნიკოლოზ ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება

9-03-2018

„ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს დიდი ოდენობით საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ვარდოშვილის თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია წელს 40 000 ლიტრი საწვავის დახარჯვას გეგმავს.

„კახეთის გუბერნიის შესყიდვებს რომ გადახედოთ, ვერ გაარჩევთ - კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობმაგნატი. წელს კახეთის გუბერნიამ შეისყიდა 80 ათასი ლარის საწვავი, ანუ 40 000 ლიტრი. გაზაფხულია. რამდენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მოხვნა და დამუშავება შეიძლებოდა, კახეთში ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებენ იმის გამო, რომ საწვავი არ აქვთ. არვიცი, სად უნდა იაროს ამდენი კახეთის გუბერნატორმა. 80 000 ლარის საწვავით ალბათ დედამიწას სამჯერ დაარტყავს წრეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, სადაც მან სიმბოლურად საწვავის ბიდონი მიიტანა.

ვარდოშვილის ბრალდებებს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა. ნინო უტიაშვილის თქმით, საწვავი, რომელსაც შეისყიდიან, გუბერნატორის ადმინისტრაციის მინიმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

„80 000 ლარი სახელშეკრულებო თანხაა, რომელიც წლის განმავლობაში ყოველთვიური გახარჯვის მიხედვით იქნება დაანგარიშებული. როგორც წესი, წლის ბოლოს, გახარჯული თანხა უფრო ნაკლებია ხოლმე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელთან შედარებით ეს ლიმიტი არ გაზრდილა. თანხის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ტარიფები გაიზარდა. საწვავის ლიმიტი მინიმალური ფუნქციონირებისთვის არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.

მისივე თქმით, საწვავის შესაძენად გასულ წელსაც 80 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 60 000 ლარი გაიხარჯა.

reginfo.ge