20-11-2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორის კომპანიის წარმომადგენელს სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე, ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.
მარტვილის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა შენობა უკვე დატოვეს.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
წყარო: რადიო "ათინათი"