გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

​უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

20-10-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შეიქმნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი.

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx