გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია მეზვრიშვილი: წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაცია ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე ერთობლივად კონსოლიდაციის პირობებში ვმართოთ

21-10-2020

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდვებს თავი ავარიდოთ. ცალსახად შემიძლია თქმა, რომ მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო მკაცრს შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გეგმავს, ისეთს, როგორი შეზღუდვებიც ჩვენ გვქონდა საგანგებო მდგომარეობის, დროს მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მზარდია და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვთქვით რომ შესაძლოა ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ ამის მიზეზი მარტივია და თავდაპირველად, ვირუსის დასაწყისში საქართველომ, ისევე როგორც მსოფლიომ არ იცოდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე და მკაცრი შეზღუდვები იყო საუკეთესო საშუალება როგორც სწავლის, ისე ადამიანური დანაკარგების თავიდან აცილების.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეს ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკის გადარჩენა.

„მიზეზი არის ძალიან მარტივი, მართალია კრიტიკოსები ჰყავს ამ მიდგომას და ოპონენტები ამის გამო გვაკრიტიკებენ, მაგრამ დასაწყისში ჩვენ ეს გავაკეთეთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მარტო საქართველო არ იგულისხმება, მსოფლიომ არ იცოდა რასთან ჰქონდა საქმე, ამიტომ იმისთვის, რომ გვესწავლა და მეტად მოვმზადებულიყავით, ეს ყო საუკეთესო საშუალება, რომ დიდი ადამიანური დანაკარგები თავიდან აგვერიდებინა. დღეს ამოსავალი, უპირველესი მიზანი არის ეკონომიკის გადარჩენა, დღეს ჩვენ მკაცრ შეზღუდვებს უბრალოდ ვეღარ დავაწესებთ. ორი არჩევანია, ერთი - მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეორე - შედარებით უმტკივნეულო, მარტივი, ელემენტარული წესების დაცვა, გარკვეული პასუხისმგებლობების გაზიარება სახელმწიფოს, ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის და წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე შევძლოთ და ეს სიტუაცია ერთობლივად, სამოქალაქო კონსოლიდაციის პირობებში ვმართოთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები წესებს არღვევენ, რაზეც შესაბამისი რეაგირება ხდება, დღეს გაცილებით მაღალია არასავალდებულო რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, ვიდრე დასაწყისში.

„წერტილოვანი შეზღუდვები არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ციფრებზე. მაგალითად, ბათუმში იყო ამის საჭიროება, გააჩნია. ასევე სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როდესაც დავაწესეთ შეზღუდვები, კლასტერები, რომლებიც იყო გამოვლენილი აქედან იყო, ანუ წყარო საიდანაც არის ინფიცირების. თუ დავინახავთ, რომ წესები მასიურად დაცული არ არის, რისი თქმის საფუძველიც დღეს არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები წესებს მაინც არღვევენ და შრომის ინსპექციას უწევს, მუნიციპალიტეტს, შსს-ს ამაზე რეაგირება, ეს არ არის მასშტაბური ხასიათის და ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ დღეს მასშტაბურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ. დასაწყისში, ელემენტარულად ადამიანებმა არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, პირბადე, სადეზინფექციო საშუალებები არ იყო, წესებს ადამიანები არ იცავდნენ და გახსოვთ ალბათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი იყო არასავალდებულო რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებელი. მოსახლეობა ამას უბრალოდ არ იცავდა, დღეს გაცილებით მაღალია შესრულების მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის დარღვევები და ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ რეაგირება მოვახდინოთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.