გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

21-10-2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის 2 ჯგუფი ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2017 წელს ჩაერთო. ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი ორ დონესა და ოთხ საფეხურს [SEL1, NEL1, SEL2, NEL2] მოიცავს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალებთან. შეფასების პროცესის დასრულება დაგეგმილია 2021 წელს, რის შემდეგაც საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები. 2019 წლიდან აღნიშნულ პროცესში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები, აილენდის კლასის სადარაჯო ხომალდები "დიოსკურია" და "ოჩამჩირეც" ჩართნენ.

შსს-ს ინფორმაციით, შეფასების პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი. განახლდა ტაქტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენლების პირადი აღჭურვილობა. ჯგუფები აღმოჩენისა და კომუნიკაციის, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული​ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური საშუალებებით აღიჭურვნენ. განახლდა შეირაღებაც - საბჭოთა წარმოების იარაღი ნატოს სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე იარაღით შეიცვალა.

აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვის პროცესი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.