გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში PCR ტესტით შემოვლენ, ნაცვლად კარანტინისა თვითიზოლაციაში გადავლენ

21-10-2020

დღეიდან, როგორც მოგეხსენებათ, ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და ეს წესი ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი - ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი წავა თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.