გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მეზვრიშვილი: ადამიანებისთვის, ვისაც რეალურად საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდება, საწოლების საკმარისი რაოდენობაა

21-10-2020

რეალურად, საავადმყოფოში, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, თავსდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ის ადამიანები, რომლებიც არიან ასაკოვანი, ისინი, რომლებიც იმყოფებიან მძიმე მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მხრივ, მძიმე პაციენტები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დღეს, საწოლების საკმარისი რაოდენობა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, არის.

„ვფიქრობ, რომ ალბათ, გარკვეულწილად, ეს ჩვენი პასუხიმგებლობაც არის, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ამ ნაწილში. ზოგიერთ ადამიანს, ვისაც არ სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა, რატომღაც მოლოდინი აქვს, რომ ისინი საავადმყოფოში გადაყვანას უნდა დაექვემდებარონ და ხშირ შემთხვევაში, ეს, ამ აღქმებითაც არის ხოლმე გამოწვეული. რეალურად, საავადმყოფოში, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, თავსდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ის ადამიანები, რომლებიც არიან ასაკოვანი, ისინი, რომლებიც იმყოფებიან მძიმე მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მხრივ, მძიმე პაციენტები. ამ ადამიანებისთვის, ვისი მოთავსებაც იქ პრიორიტეტია და ვისაც, რეალურად, საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდება, საწოლების საკმარისი რაოდენობა არის. ამ კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, რაც გულისხმობს სახლში, კოვიდ სასტუმროებში და საავადმყოფოში მკურნალობას, ადგილების გამოთავისუფლება პარალელურ რეჟიმში ხდება - ვიღაც განიკურნება და საავადმყოფოდან გადის, შესაბამისად, დღეს, საწოლების საკმარისი რაოდენობა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, ჩვენ გვაქვს და პერიოდულად, საზოგადოებას მივაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას, რომ ეს კითხვები მაქსიმალურად ამოიწუროს“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.