გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: სამართალდამცავებს აქვს უმთავრესი ამოცანა - უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული

22-10-2020

გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები და დღეს შსს-ს ძირითადი ამოცანაა გააგრძელოს მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე.

„ეს პირველი რიგის ამოცანა იყო მხოლოდ და, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, ეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა რომელზეც შსს დღეს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე,“- განაცხადა პრემიერმა.