გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით მათიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი უპირველესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა

22-10-2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდში, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ადამიანის სიცოცხლე და ლანმრთელობა უპირველესი ღირებულებაა, ხოლო დეგრადირებული, ცალკეული ოპოზიციური ძალები საკუთარი ვიწტო პარტიული ქულების მოსახვეჭად, ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს.

დავით მათიკაშვილი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მსხვერპლის გარეშე, მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული სპეცოპერაცია ზუგდიდში და ჩვენი დროის გმირი - ავთანდილ გალდავა, პოლიციელი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მძევლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი. და კიდევ, უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი და დამნაშავე ოპოზიცია თავისი მსგავსი მედიასაშუალებებით. გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართული ოცნების სახელისუფლებო გუნდმა რომ მისი უპირველესი ღირებულება და საზრუნავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, ხოლო სრულიად დეგრადირებული ცალკეული ოპოზიციური ძალები, ყველა უღირსობაზე აწერენ ხელს საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების მოსახვეჭად“​.