გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვახტანგ გომელაური: მსოფლიოში დადგენილი წესებით და სტანდარტით ვიმოქმედეთ

22-10-2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის მიერ ზუგდიდში გუშინ გათავისუფლებული 43 მძევლის და ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით ზუგდიდში პოლიციამ მსოფლიოში დადგენილი წესების და სტანდარტების შესაბამისად იმოქმედა, რის შედეგადაც უვნებლად შეძლო მძევლების გათავისუფლება.

"მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ძალიან ბევრი გამოდის, პოლიტიკოსი, ექსპერტები, მათ შორის და მათ თავისი შეხედულება აქვთ, რომ ეს ესე არ შეიძლება.

საერთოდ, მძევალი როცა აყვანილია, არის თავისი წესები. ეს არის მსოფლიოში დადგენილი წესები. ეს არ არის საქართველოს მოგონილი, არც ვახტანგ გომელაურის მოგონილი, ეს არის მსოფლიო სტანდარტები. ეს არის ჩვეულებრივი და ამ გეგმით ვიმოქმედეთ ჩვენ. ჩვენ არ მოგვიგონია არაფერი ახალი, არც გომელაურს და არც სამხარეოს უფროსს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.