გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია მეზვრიშვილი: მკაცრი რეკომენდაციაა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარება

23-10-2020

ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში და ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების, შრომის ინსპექციისა და შსს-ს მიერ. ნათია მეზვრიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ მოქალაქეები დაიცავენ ამ მკაცრ რეკომენდაციას და არ გახდება საჭირო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯარიმების დაწესება.

„ეს გაკონტროლდება ასე ვთქვათ შესაბამისი სამსახურების, შრომის ინსპექციისა და შსს-ს მიერ, ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარეთ პირბადე ვატაროთ, იქ, სადაც განსაკუთრებით დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს. ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ ამას მაქსიმალურად გაგებით მოვეკიდოთ და დავიცვათ იმისთვის, რომ შემდეგ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება, იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები ამ წესს შეასრულებენ. პირბადე არის ქმედითი საშუალება, დისტანციის დაცვასა და სხვა წესებთან ერთად, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს და რეალურად, პირბადე გვიცავს, ამიტომ გთხოვთ, რომ ეს რეკომენდაცია მაქსიმალურად შეასრულოთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.