გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იოსებ ხახალეიშვილი - მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით

24-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრტიული საქართელოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.

ინდივიდუალურმა შეხვედრებმა საარჩევნო განწყობით და მიმდინარე მოვლენების გამოხმაურებით ჩაიარა.

იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, გელათის ძველი ქუჩის მოსახლეობის პრობლემებიც ქუთაისი სხვა ძველ უბნებში არებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ჰგავს.

"მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით - ქალაქის ბიუჯეტში შევიტანო ახალი პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს თანაქალაქელებს უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი მუნიციპალიტეტისა თუ უბნის პრობლმების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების განსაზღვრაში. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება ეფექტური", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის შემდეგ.