10-03-2018
რუსთავიდან გასულ წელს 31 000 ტონა ნაგავი გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ააიპ "დასუფთავების სამსახურის" ხელმძღვანელმა ბადრი მოდებაძემ მიაწოდა.
მონაცემების თანახმად, რუსთავიდან ყოველდღიურად საშუალოდ 85 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი გაააქვთ. ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული ურნები სპეცტექნიკის საშუალებით დღის განმავლობაში 3-4 ჯერ იცლება. კორპუსებში დამონტაჟებული ბუნკერებიდან კი ნაგავი კვირაში ორჯერ გააქვთ. რაც შეეხება შიდა ეზოებს, მეეზოვეები ტერიტორიას დღეში 2-ჯერ დილისა და საღამოს საათებში ასუფთავებენ.
"დასუფთავების სამსახურის" ინფორმაციით, დღესდღეობით ქალაქში 221 მეეზოვე მუშაობს, გარადა ამისა მუნიციპალიტეტს 5 ახალი ნაგავმზიდი ჰყავს. რუსთავის მთელს ტერიტორიაზე (საწარმოო ზონის ჩათვლით) კი 1900 ურნაა განთავსებული, მათგან 1200 ცალი ლითონის, ხოლო 700 ცალი პლასტმასისაა.