გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

10-03-2018

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ საჭირო გახდა მობინადრეების ევაკუაცია. ცეცხლი თავდაპირველად, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, საოჯახო ნივთები დაიწვა. როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი მე-5 სართულზე მცხოვრებ ოჯახს ბუნებრივი აირი შეყვანილი არ ჰქონდა ისინი გაზის ბალონებით სარგებლობდნენ. სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სწორედ ბალონის აფეთქება გახდა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო 5 ბრიგადა.

"კვირა"