გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

26-10-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინგის შემდეგ დამნაშავის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელების და მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირების შესახებ ისაუბრა. ბორცვაძემ აღნიშნა, რომ მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა, თითქოს პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა და გაექცა.

"როგორც აღვნიშნე ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი, სიმართლეს არ შეესაბამება და გპირდებით დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც პოლიციის მიერ ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი გაიგებთ ჩვენგან.

მაშინ როდესაც მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ფიზიკური აღნაგობა ბოროტმოქმედის, ისმის მისი ხმა, ჩვენ არ გამოვრიცხავდით რომ ვიღაცამ ნებისმიერმა მოქალაქემ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა. ასევე, არ გამოვრიცხავთ რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაცა ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ცნობილი მედიასაშუალებებისთვის - მაგრამ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.