გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს

26-10-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოახდინა და დაუყოვნებლივ დაიწყო მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამის შესახებ მან ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს და დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. ჩვენ ამ თავდამსხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან, გამოძიების პირველ ეტაპზე მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი იმიტომ, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პრობლემებს, ეს ადამიანი თავდასხმის შემდგომ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენს მიერ ამ ფოტოების საჯაროდ, მედიის მიერ გავრცელება კიდევ ერთი მესიჯი იქნებოდა იმისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო გართულებულიყო მისი მოძებნა.“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.