შაბათი, ივნისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე გადაკიდებული აივნები მოეწყობა

12-03-2018

ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზის პროექტს ხორვატიული კომპანია „აი ჯი ეიჩი“ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მშენებლობა პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.

 გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება, ქუთაისიდან აბასთუმანში ჩასვლას კი დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.

„ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს. ეს არის წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთი. ამ წერტილიდან მარჯვნივ ვუხვევთ და ისტორიულ, ზეკარის ხეობაში შევდივართ. შემდგომ იქნება გვირაბი და გვირაბით გადავალთ აბასთუმანში. აბასთუმნის მხარეს არსებული გზა ნაწილობრივ შენარჩუნდება და მოხდება მისი მოდერნიზაცია. ზეკარის ხეობაში არის რამდენიმე კრიტიკული საკითხი გადასაწყვეტი და საპროექტო ორგანიზაციებთან ამ ნაწილზე ვთანხმდებით, როგორც კი ბოლომდე ჩამოვყალიბდებით, საპროექტო სამუშაოები დასრულდება და უკვე სამშენებლო სამუშაოებზე გადავალთ“, - აცხადებს დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძე. მისი თქმით, არ მოხება ტყის გაჩეხვა და გზის ეს მონაკვეთი ე.წ. გადაკიდებული აივნებით აშენდება.

მისივე თქმით, ქუთაისი-აბასთუმნის ახალ გზას ტურისტული დანიშნულების გარდა, სავაჭრო და ეკონომიკური დანიშნულებაც ექნება: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჯავახეთის უდიდესი რეგიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ქუთაისის სატრანსპორტო ჰაბს. ეს სავაჭრო ურთიერთობებისთვის ხელშემწყობი იქნება“, - აღნიშნავს სეთურიძე.

newpress