გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ფეხბურთელებს შეხვდა

27-10-2020

„ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე სპორტსმენებს, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კანდიდატმა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„ სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტსმენების მოტივირება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენმა გუნდმა, ამ მიმართულებით არაერთი პრიორიტეტული პროექტი განახორციელა და მათი მაქსიმალური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.