გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს

12-03-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.

ამ დროისთვის, ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში იმყოფება. ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უკვე შეხვდა.

„გათავისუფლებული არიან საქართველოს მოქალაქეები - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი უკვე იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროული გათავისუფლება" - განაცხადა კახა საბანაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

"როგორც მოგეხსენებათ, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პროცესებს" - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.