გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი წინასაარჩევნო კვლევებზე: მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ

28-10-2020

მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ, ჟურნალისტებს Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 55,7%-ით ლიდერობს.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი აზრი.

„ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის და რასთანაც სამწუხაროდ, შეგუება და ცხოვრება მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და რაც მთავარია, სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, არამედ, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რამეთუ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.