გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია პანდემიაზე: პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, ჩვენს ხანდაზმულებს

28-10-2020

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია, იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა ებრძვით გლობალურ პანდემიას.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. ესენი არიან პირველ რიგში, ჩვენი ხანდაზმულები. ქრონიკული დაავადების მქონე ჩვენი მოქალაქეები არიან მძიმე მდგომარეობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათზე ვიზრუნოთ. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარებაზე, ეს არ არის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, ეს არის შესაძლებლობა, ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე. ამიტომ, პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა პანდემიას ვერ დაამარცხებს. უაღრესად სამწუხაროა, რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა არ არის. ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ციფრები სულ უფრო და უფრო შევამციროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.