გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: კარგად მესმის რას განიცდის დღეს თითოეული პოლიციელი, მათი ღირსების საკითხია, დადონ ის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან

28-10-2020

მე შემიძლია გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში, იმოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის საგამოძიებო მოქმედებებს ეხებოდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ამოცანა.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წელი მაქვს ნამუშევარი და ძალიან კარგად მესმის ის ემოციური გრძნობები, რომელსაც თითოეული რიგითი პოლიციელი დღეს განიცდის, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეორე ეტაპი ამ ღონისძიების მიმდინარეობს და მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში. ეს ღონისძიებაც ჩატარდება ეფექტურად, შედეგიც იქნება, მაგრამ ჩვენ ახლა სპეციალურ შესაბამის უწყებებს და კრიმინალურ პოლიციას უნდა ვაცადოთ, მივცეთ დრო იმისთვის, რომ ზუსტად იგივე, მაღალი სტანდარტების დაცვით, რა თქმა უნდა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესის დაცვის პირობებში მიაღწიოს შედეგს. თუმცა ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს უმძიმესი დანაშაული მძევლების აყვანით, რომელი ტრაგედიაც განხორციელდა ზუგდიდში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ვალდებულებაა, მათი ღირსების საკითხია, გამოიყენონ ყველა ის, კანონით დაშვებული რესურსი, რომელიც გააჩნიათ და დადონ ის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, ქვეყანა ელოდება და ამ ქვეყნის უსაფრთხოება ელოდება. ეს შედეგიც გვექნება მალე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.