გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი: დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

28-10-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმ სკოლების შესახებ, სადაც არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების გამო დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

მიხეილ ჩხენკელი: "როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. აჭარის გარდა, ასეთია 1419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო არჩევნების შემდეგ, მომავალი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს, ამ სკოლებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, მომავალი კვირის ოთხშაბათიდან აღნიშნულ სკოლებში სწავლა განახლდება ჩვეულ ფორმატში."

უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ასევე ისაუბრა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების სწრაფი გადამზადების კურსზე, რომლის გავლის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ექიმებს კოვიდ-ინფექციისმართვის მიმართულებით დაეხმარებიან.

"მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს. დაიწყო უფროსკურსელებისთვის სპეციალური სწრაფი კურსის გავლის პროცესი, რომ მათ ჰქონდეთ მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ექიმებს დაეხმარონ კოვიდ-სიტუაციის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, მომავალ ორშაბათს უკვე გვექნება ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ანუ უფროსკურსელთა ბაზა, რომლებმაც გაიარეს ეს ტრენინგი.

კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირება მოხდება იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება კონკრეტულ სიტუაციაში. აქ შედის დახმარება როგორც ქოლ-ცენტრში, ასევე კოვიდ სასტუმროსა და საკარანტინე სივრცეებში. ცხადია, უფროსკურსელი სტუდენტები ექიმს არ ანაცვლებენ, უბრალოდ ეხმარებიან და ასისტირებას უწევენ მათ. სწორედ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს უფროსკურსელების მომზადება და ისინი იქნებიან მოხალისეები. ეს მათი ცოდნისთვისაც მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, თუ საჭიროება გაჩნდა და ჩვენს ექიმებს ასისტენტები დასჭირდათ, ჩვენი უფროსკურსელები ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ როლს ითამაშებენ," - განაცხადა მინისტრმა.