გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იოსებ ხახალეისვილი: სამკერვალო "იმერი“ არის ნათელი მაგალითი როგორ განვავითაროთ ბიზნესი საქართველოში

28-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 90 წლიანი ისტორიის მქონდე სამკერვალო საწარმო "იმერში" დასაქმებულებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საწარმო სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფართოვდა.

ქუთაისის მერობის კანდიდატი "იმერის“ მუშაობის პროცესს გაეცნო და საარჩევნო პროცესის სპეციფიკასა და პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი საწარმოების მნიშვნელობას, მოქალაქეთა დასაქმებისა და სოციალური ყოფის მოწესრიგების კუთხით.

იოსებ ხახალეისვილმა შეხვედრაზე განაცხადა: "სამკერვალო "იმერი“ არის ნათელი მაგალითი როგორ განვავითაროთ ბიზნესი საქართველოში, ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ქმნის ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში და გადის ექსპორტზე. სწორედ ასეთი კომპანიები და საწარმოები გვჭირდება. უკვე არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მსგავს საწარმოებს, რათა გქონდეს მეტი სამუშაო ადგილი, რაც დაგვეხმარება სოციალური საკითხების მოგვარებაში და ამავდროულად ხელს შეუწყობს ჩვენი სახელის დამკვიდრებას ევროპის ბაზარზე.“

სამკერვალო ფაბრიკა 90 წლის წინ გაიხსნა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს, ძირითდი პროდუქცია ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელია, რომელიც ექსპორტზე ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში გადის. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება.დღესდღეობით, ქუთაისში "იმერის" 2 მაღაზია ფუნქციონირებს.

„საწარმოში ამ დროისათვის 120 ადამიანია დასაქმებული, შესაძლებელია, თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. რომ არა პროექტი „აწარმოე საქართველოში“, ჩვენ ამის გაკეთება გაგვიჭირდებოდა", - განაცხადა საწარმოს დირექტორმა მაია სიმონიძემ.