გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად აუცილებლად დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ ქუთაისის განვითარებისათვის

28-10-2020

ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელ შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა მერობის კანდიდატმა ქუთაისის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართა.

იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ქუთისის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, ტურისტული ბიზნესსტრატეგიები და მათი განხორციელების შესაძლებლობები, პანდემიისგან მიყენებული ზარალი და გამოწვევები განიხილა.

როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ყველა სამსახურებრივი პოზიციიდან მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.
იოსებ ხახალეისვილის თქმით, 2021 წელს ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების დიდ ფორუმს უმასპინძლებს, შესაბამისად 300-მდე მაღალი დონის ექსპერტს და სტუმარს ევროპიდან, რაც აამაღლებს ქუთაისის ცნობადობას ევროპაში.

"მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მამოძრავებელი ძალა და კორონავირუსის პანდემიამ სწორედ მას მიაყენა ყველაზე დიდი დარტყმა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, კონკრეტულად კი DMO იმერეთი - ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ ტურიზმის გამუმჯობესებისთვის, მისი ხარისხისა და სერვისების სრულყოფისთვის. ქალაქის ახალი იმიჯისთვის, რაზეც მიუთითებს სულ ახლახანს ჩატარებული ეფექტური რებრენდინგი. ისინი მუდმივად ახორციელებენ საინტერესო პროექტებს, უფასოდ, რათა ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ სფეროს ნიუანსების შესწავლა და გზის გაკვალვა. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და გვერდით დგომას. თანამოაზრეობაზე დაფუძნებული თანაშრომლობა ყველაზე ეფექტურ შედეგს იძლევა. ჩვენ ერთად აუცილებლად დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ ქალაქის განვითარებისათვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას "ღამის შოუს" წამყვანი გიორგი გაბუნია თავის ჯგუფთან ერთად ესწრეობდა, რომელიც რამდენიმე დღეა, ქუთაისში იმყოფება და იოსებ ხახალეიშვილსა და პარტია "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს.