გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იმერეთის მუნიციპალიტეტში ტრენინგი თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ჩატარდა

28-10-2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.
ეს პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ეკოგრანტების პროგრამის” ფარგლებში, იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ჩატარდა.

სამინისტროს ექსპერტმა, გიორგი ბერუჩაშვილმა მეფუტკრეებს დარგში არსებული სიახლეები, ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიური რუკა და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობა გააცნო.

ტრენინგის მიმდინარეობისას ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული.

ორგანიზაცია „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელმა მარი ბენდელიანმა ტრენინგზე ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებაზე, მისგან გამოწვეულ რისკებსა და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე.
თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ ტრენინგების ფარგლებში, სულ, 160-მდე ფერმერი გადამზადდა.

„ეკოგრანტების პროგრამის" ფარგლებში, ტრენინგები ასევე ჩატარადა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგი თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ გაიმართა და მასში მონაწილეობა 230-მდე ფერმერმა მიიღო.
„ეკო-გრანტების პროგრამა" ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი”.