გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო "ტვ პირველს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

28-10-2020

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა – სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ „ტვ პირველს“ დაუკავშირდა მოქალაქე თორნიკე გოგუაძე, რომლის თქმითაც, თითქოსდა მის მისამართზე დაახლოებით 70 ადამიანი იყო ჩაწერილი. ინტერვიუში გოგუაძემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სიაში მისი 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუის მონაცემებია შეტანილი.

სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ სიუჟეტში ნახსენები 70 პირიდან არცერთი არ არის რეგისტირებული თორნიკე გოგუაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში, ყველა მათგანი რეგისტრირებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში.

რაც შეეხება საარჩევნო სიაში თორნიკე გოგუაძის ბაბუის - გივი გოგუაძის (დაბადებული 23.01.1948) მონაცემების შეტანას, რომელიც რესპონდენტის თქმით, 20 წლის წინ გარდაიცვალა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების თანახმად, თორნიკე გოგუაძის ბაბუა - გივი გოგუაძე, დაბადებული 23.01.1948 წელს, 2008 წლიდან ლატვიის საკონსულოში დგას აღრიცხვაზე და აღნიშნული პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტოში დღემდე არ შემოსულა. პირის გარდაცვალების ფაქტი ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც გივი გოგუაძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება თორნიკე გოგუაძის მეორე ბაბუას - პანტელეიმონ გოგოლაძეს, იგი გარდაიცვალა 1998 წელს და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მის სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება, შესაბამისად მისი მონაცემები არც საარჩევნო სიაში ფიქსირდება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.