გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს

29-10-2020

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რთველი 2020 საქართველოში, მევენახეობის კუთხით ყველა სამრეწველო რეგიონში დასრულდა. რთველი დასრულებულია როგორც კახეთში, ისე შედარებით ცივი კლიმატის რეგიონებში - რაჭასა და ლეჩხუმში.

დღეისათვის, ინდისტრიულად გადამუშავებულია 280 000 ტონამდე ყურძენი, ამ მონაცემებში ძირითად სამრეწველო რეგიონები კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი შედის. ამ რაოდენობაში არ შედის შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის მონაცემები, რომელიც, როგორც წესი, ოჯახში მოხმარების მიზნით გამოიყენება.

დღევანდელი მონაცემებით, მევენახე ფერმერებმა მათ მიერ წარმოებული ყურძნის რეალიზაციის შედეგად, დაახლოებით 310 მლნ ლარი მიიღეს.

დროს, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლევანდელი წელი იყო არაორდინალური, გამოწვევებით სავსე, საკმაოდ რთული, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მევენახეობის მწარმოებელ ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში.

დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წელს, გადამუშავდა 175 000 ტონა რქაწითელი, რაც მთავარი ინდუსტრიული ჯიშია. 80 000 ტონა საფერავი, 5 000 ტონა კახური მწვანე, 3000 ტონაზე მეტი ქისი, რომელიც პოპულარული სამრეწველო ჯიში ხდება კახეთის რეგიონში. რაჭის რეგიონში, 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადამუშავდა, რაც არის ძირითადი ბაზა ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „ხვანჭკარა” საწარმოებლად.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსახლეობა არ დარჩენილიყო ბედის ანაბარა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის სამუშაოები, რაც სახელმწიფომ გაწია იყო აუცილებელი, რომ მოსავლის დაბინავება მომხდარიყო. შედეგად, წელს, 25 000 მევენახე ფერმერმა მოახერხა ყურძნის ჩაბარება. ეს დარგი მზარდია და დინამიკა არის პოზიტიური, თუმცა ისეთ რთულ წელს, როგორიც 2020-ია, დიდი იყო სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის როლი. რომ არა ჩვენი არაორდინალური გადაწვეტილებები, რომელიც უკავშირდებოდა კერძო სექტორში მოთხოვნის სტიმულირებას და რაც გამოხატული იყო იაფი ფულადი რესურსების გამოყოფით კერძო ღვინის კომპანიებისთვის, ჩვენ ვერ შევძლებდით, რომ ყურძნის ძირითადი ნაწილი, 180 000 ტონაზე მეტი მოსახლეობისგან კერძო სექტორს შეესყიდა. თუმცა, კერძო სექტორი საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მობილიზებული იყო სახელმწიფო რესურსები. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე, აქ იყო ძალიან ბევრი რამ გაკეთებული, რომ მოსავალი ორგანიზებლად ჩაბარებულიყო. პიკის პერიოდში, დღე-ღამეში 17 000 ტონა ყურძენი მუშავდებოდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. იყო რიგებიც, რაც რთველის პროცესს თან ახლავს, იყო წარსულშიც და იქნება მომავალშიც. მთავარია, რომ ქვეყანაში ჩაბარების და გადამუშავების რესურსი არსებობს, რომელიც 2020 წელს უფრო გაიზარდა, რადგან, გარდა საბრუნავი საშუალებებისა, ჩვენ, პანდემიის გამო, სტიმულირება გავაკეთეთ და კერძო კომპანიებისთვის წავახალისეთ ძირითადი საშუალებების შეძენა, რომ გაზრდილიყო ტევადობები, მოცულობები და საწარმოო სიმძლავრეები.

მიუხედავად ყველა გამოწვევისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთველი საქართველოში წარმატებით დასრულდა. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მევენახეობის სექტორში 2020 წელს არსებულ გამოწვევებს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.