გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს

29-10-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უბანში მაცხოვრებელი ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვლება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.

„ქალაქ ბოლნისი გერმანელმა კოლონისტებმა დაარსეს და ვცდილობთ ჩვენს ქალაქს კატარინენფელდის დროინდელი იერსახე დავუბრუნოთ. ამიტომ ქალაქის მასშტაბით ქუჩებზე ქვაფენილების დაგება აქტიურად მიმდინარეობს. მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის ორი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, პროექტი დროულად შესრულდა, ამიტომ „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ ნებართვით, წინა სამუშაოების ეკონომიის ხარჯზე, უბნების მოწყობის მესამე ეტაპი დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზდება და აქ ცხოვრება კომფორტული ხდება. ამ ორი უბნის მოწყობა შემდეგ წელს სრულად დასრულდება“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.