გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის დიდი დასახლების ავანგარდის მოსახლეობას შეხვდა

29-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ამჯერად ქუთაისის დიდი დასახლების ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

საარჩევნო პროგრამის გაცნობისა და ზოგადი ვითარების მიმოხილვის შემდეგ, კანდიდატმა ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების პერსპექტივაზე ისაუბრა. ესაა მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.
ხახალეიშვილმა შეხვედრაზე მოსახლეობასთან განიხილა ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიმდინარე და სამომავლო მშენებლობები, დღევანდელი პანდემიური ვითარება და რეგულაციების დაცვა.

"მოსახლეობას ყოველთვის სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა ცვლილებები, არადა ქალაქის განვითრების და მშენებლობის საქმეში მოთმინება აუცილებელია. ქალაქში სულ მალე ბევრი ახალი პროექტი და მშენებლობა დაიწყება და არაა აუცილებელი ვეძებოთ უკმაყოფილების მიზეზი, მთავარია, რომ შედეგი გვქონეს კარგი. მოქალაქეების აქტიური ჩართულობითა და ჩვენი დაუღალავი შრომით ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.