გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე: ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას

29-10-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ, თუ საიდან დავიწყეთ, საიდან მოვდივართ, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში.

გახსოვთ, თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, როგორ ებრძოდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, როგორი დამოკიდებულება იყო მათი ოჯახების მიმართ. საბედნიეროდ, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ და ეს ჩავაბარეთ წარსულს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხერხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით და დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე. ძალიან მეამაყება, რომ ვარ თანამონაწილე ამ ყველაფრის.

2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ყველა მიმართულებით. გვახსოვს, რა ხდებოდა ჯანდაცვაში და დღეს რა მდგომარეობაა. გვახსოვს რა მდგომარეობა იყო განათლების კუთხით, ასევე, სოფლის მეურნეობა, რომელიც ფაქტობრივად მიგდებული იყო და გლეხი მიტოვებული, არანაირი დახმარება არ იყო.

გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო ბიზნესის კუთხით, როგორ აყაჩაღებდნენ, როგორ ატერორებდნენ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს ბიზნესი თავისუფალია. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და განახორციელა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით-ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

როგორც ქალაქის მერმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, დედაქალაქში განხორციელებული პროექტები. პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას - სკვერების, პარკების განახლება, ახლების მშენებლობა. ეს არის ახალი ბაღების მშენებლობა, ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე განახლებული, მოწესრიგებული, რათა ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ.

მიუხედავად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯისა, გულწრფელი უნდა ვიყო, ქვეყანაში და თბილისში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მე შემიძლია ბევრი პრობლემა ჩამოვთვალო როგორც კრწანისის, ასევე მთაწმინდის რაიონში, რაც აწუხებს მოსახლეობას. თუმცა, შემიძლია ერთ რამეს დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი და ხელისუფლება, ვინც მზად არის 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს საკუთარ ხალხს, აკეთოს ის, რაც აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ ვართ ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ჰქვია“, ადამიანები, რომლებსაც გული შეტკივათ ხვალინდელ საქართველოზე და თბილისზე.

მინდა, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არსებობს თბილისში.

ერთობით ყველაფერი არის შესაძლებელი. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.