გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარიამ გორთან მომხდარ ავტომაგისტრალზე დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

30-10-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახებსა, ზუგდიდს, ხობსა და ჩხოროწყუს მიუსამძიმრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.