გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იოსებ ხახალეიშვილი: მე მოგცემთ საშუალებას მიიღოთ მონაწილეობა საკუთარი ქალაქის განვითარებაშიიოსებ ხახალეიშვილი: მე მოგცემთ საშუალებას მიიღოთ მონაწილეობა საკუთარი ქალაქის განვითარებაში

30-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ბოლოს ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

"მთავრდება საარჩევნო კამპანია, რომელიც დავიწყე ვაკისუბნიდან, სადაც ჩვენი საგვარეულო სახლი დგას და ვასრულებ უბნით, სადაც ვცხოვრობ, დავიბადე და გავიზარდე. თქვენ ყველანი მიცნობთ რეგალიების და სტატუსების მიღმა და იცით ვინ ვარ და რას წარმოავადგენ, იცნობთ ჩემს ოჯახს. მჯერა თქვენი გულისხმიერების და მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე, არ დაიზაროთ, თქვენ ხელშია ხვალინდელი დღე და თითოეული თქვენთაგანის ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია", - მიმართა კანდიდატმა თანაუბნელებს.

იოსებ ხახალეიშვილმა მომავალ წელს დიდი გამოწვევების წელი უწოდა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, იწყება სერიოზული პროექტების განხორციელება, ქუთაისს ახალი საქალაქო ტრანსპორტი ექნება, საკანალიზაციო სისტემის შეცვლის მრავალმილიონიანი პროექტი განხორციელდება, ქალაქის სანიაღვრეების, ცენტრალური ბულვარის, სპორტსკოლის რეაბილიტაცია, საერთაშორისო უნივერტეტში სერიოზული სამეცნიერო განვითარების ცენტრი დაარსდება და 2023 წლიდან იქნება 2 ახალი ციკლოტრონი, რაც დიდ და მნიშვნელოვანს როლს შეიტანს სიმსივნური დაავადებების დამარცხების საქმეში.

„ამიტომ, როგორც ჩემს ძმებს, თანაქალაქელებს, თანაუბნელებს, მეგობრებს მოგმართავთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მოდით არჩევნებზე და მოგვეცით საშუალება, დავამთავროთ ის, რაც დავიწყეთ, რასაც ახლა ვიწყებთ და რაც მომავალშია დაგეგმილი. დღეს ის დროა, როცა რიგითმა მოქალაქებმა და მერმა ერთად უნდა იზრუნონ თავის ქალაქზე და მე მოგცემთ ამის საშუალებას - მიიღოთ მონაწილეობა საკუთარი ქალაქის განვითარებაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.