გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არტოს ბაღში მდებარე ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

30-10-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს. განახლდა შენობის ფასადები, დერეფნები და ოთახები. დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა; შენობის პერიმეტრზე მოეწყო წყალამრიდი და სადრენაჟე სისტემა; საკონცერტო დარბაზში დამონტაჟდა აუდიო გახმოვანება და დასრულდა საკონცერტო დარბაზის გათბობა-ვენტილაციის შიდა ქსელის მონტაჟი; შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

აღსახნიშნავია, რომ არტოს ბაღში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მასშტაბური რეაბილიტაცია 15 წელზე მეტია არ ჩატარებია.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი. მოცეკვავეებს კი ცნობილი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე ხელმძღვანელობს.

ანამბლს „რუსთავი“ ქართული ცეკვისა და სიმღერის განვითარებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. ანსამბლს მსოფლიოს 80 ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სახელმწიფო პრემია. „რუსთავს“ სხვადასხვა დროს ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით ჩაწერილი და გამოშვებული აქვს 800-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა-საგალობელი და მათი განსხვავებული ვარიანტები. ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაფუძნებული სტუდია „მართვე“ კი არაერთ სასწავლო-სახელოვნებო დარგს აერთიანებს.