კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ნათია მეზვრიშვილი: არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომებია მიღებული

30-10-2020

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრაზე, რომლის შემადგენლობაში ფრანგი სენატორები იმყოფებიან.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, უზრუნველყოფილი იყო კამპანიის წარმართვისთვის თანაბარი შესაძლებლობები.

საუბრისას ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ყველაფერი გაკეთდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დასაცავად როგორც ამომრჩევლებისთვის. ისე დამკვირვებლებისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას.