გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით შერაზადიშვილმა საპარლამენტო აჩრევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

31-10-2020

მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. მერმა ხმა ქალაქ ბოლნისის N3 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მისცა.

შეგახსენებთ, რომ წელს ამომრჩეველი პარლამენტის 150 წევრს - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევს.

„პანდემიის მიუხედავად, დღეს არჩევნები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება. დღეს ხმა საქართველოს ნათელ მომავალს მივეცი. ჩვენი არჩევანი ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას, დასავლურ კურსს განაპირობებს, ამიტომ მჯერა, ჩვენი მოქალაქეები თავიანთი გადაწყვეტილებით მხარს ეკონომიკურად ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს დაუჭერენ. მსურს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო მოვიდეს არჩევნებზე და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.